მიმოხილვა

პავლოვნიას ხე ცნობილია თავისი სიმსუბუქით და გამძლეობით, ის გამოიყენება უამრავ დარგში სხვადასხვა კომერციული მიზნებისთვის. პავლოვნია არის სწრაფად ზრდადი ხე, რომლის გავრცელების არეალია აღმოსავლეთ აზია და ცენტრალური ევროპა.

პავლოვნიას “მომავლის ხეს” უწოდებენ, მისი ყველა ნაწილი ათვისებადია და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში ხე-ტყის წარმოებიდან თაფლის წარმოებამდე, პარფიუმერიის წარმოებიდან სამედიცინო სფერომდე, ბიოსაწვავის წარმოებაში და ა.შ.

Share in:

რატომ გაზარდოთ პავლოვნია?

ზრდის საოცარი სიჩქარე

პავლოვნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ხეა. ერთწლიანი ხის სიმაღლე 3-5 მეტრია, სამწლიანი ხე უკვე 10-15 მეტრ სიმაღლეს აღწევს, მცენარის მაქსიმუმი სიმაღლე კი 15-30 მეტრია, ამასთან ხის დიამეტრი 20-30 სანტიმეტრია.

პავლოვნიას არ სჭირდება ხელმეორედ გადარგვა, მას საოცარი რეგენერაციის უნარი ახასიათებს და ერთი ფესვიდან 8-10 ჯერ შეუძლია ამოსვლა, ამის გამო მას “ფენიქსის მცენარესაც” უწოდებენ.

დადებითი გავლენა გარემოზე

პავლოვნიას კულტივაცია სასარგებლოა გარემოსთვის. მისი ფოთლები დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოიმუშავებენ, ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ პლანტაციას 400-500 ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია ჟანგბადით.

თუ თქვენი მიზანი ბიოსაწვავის წარმოებაა, მაშინ უნდა იცოდეთ რომ პავლოვნიას “ნავთობის ჭაბურღილს” უწოდებენ. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა ერთი ტონა მშრალი ხის მასალისგან, 511 ლიტრი ეთანოლი მივიღოთ.

თვითონ ხის ყველა დეტალისგან (ფესვები, ღერო, ტოტები) მზადდება გრანულები. წვის მაღალი ტემპერატურის გამო, ორ კილოგრამ პავლოვნიას გრანულას, შეუძლია ერთი ლიტრი დიზელი ჩაანაცვლოს.

ვის შეუძლია მისი გაზრდა?

პავლოვნიას ხის ბიზნესი ითვლება უდანაკარგო წარმოებად, ხის ყველა დეტალი ათვისებადია და გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.

თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ პავლოვნია, თუ გსურთ ხის მასალის წარმოება.

ვინაიდან პავლოვნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი ხეა, დარგვიდან 6-8 წელიწადში უკვე მიიღებთ პირველ ხის მასალას. გარდა იმისა, რომ სწრაფად იზრდება, პავლოვნია ითვლება ძვირფას ხის მასალად, ვინაიდან მსუბუქი და გამძლეა, არ შთანთქავს ტენიანობას და არ უჩნდება მავნე პარაზიტები.

თქვენ უნდა გაზარდოთ პავლოვნია თუ თაფლის წარმოებას აპირებთ.

პავლოვნიას დიდი და ნექტრით სავსე ყვავილები იზიდავენ ფუტკრებს, პავლოვნიას პლანტაციის ერთი ჰექტრიდან, წელიწადში შეგიძლიათ მიიღოთ 700-800 კილოგრამი თაფლი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და სამკურნალო თვისებები აქვს.

პავლოვნია შესანიშნავი არჩევანი იქნება, თუ მსხვილფეხა საქონელი გყავთ. ხე დიდ ფოთლებს ისხამს, რომლის ცილის შემცველობა 20%-ია (12% გაშრობის შემდეგ), მდიდარია სასარგებლო ელემენტებით და ითვლება კარგ საკვებად პირუტყვისთვის. ერთი ჰექტარი პლანტაცია ერთ წელიწადში 35-40 ტონა ნედლეულს მოგცემთ, თქვენი ცხოველების გამოსაკვებად.

Google Trends

ქვეყნების ინტერესი პავლოვნიის მიმართ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რომელიც Google Trends-ის მონაცემებს ეყრდნობა. ნათლად ჩანს რომ პავლოვნიისადმი ინტერესი მუდმივი და ზრდადია.

Google Trends

რა არის პავლოვნია?

პავლოვნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ხეა. ერთწლიანი ხის სიმაღლე 3-5 მეტრია, სამწლიანი ხე უკვე 10-15 მეტრ სიმაღლეს აღწევს, მცენარის მაქსიმუმი სიმაღლე კი 15-30 მეტრია, ამასთან ხის დიამეტრი 20-30 სანტიმეტრია. პავლოვნიას არ სჭირდება ხელმეორედ გადარგვა, მას საოცარი რეგენერაციის უნარი ახასიათებს და ერთი ფესვიდან 8-10 ჯერ შეუძლია ამოსვლა, ამის გამო მას “ფენიქსის მცენარესაც” უწოდებენ.

წარმოშობით ჩინეთიდან, იგი ისტორიულად კულტივირებული იყო აღმოსავლეთის ქვეყნებში და აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ხის მასალად, ასევე დეკორატიული მცენარედ. აღმოსავლეთში მას მოიხსენიებენ როგორც "კირი"-ს (桐), ხოლო ამჟამინდელი სახელი "პავლოვნია" ნიდერლანდების დედოფლის, ანა პავლოვნას პატივსაცემად დაერქვა.

პავლოვნიას ისტორია

პავლოვნია ისტორიულად აღმოსავლეთ ქვეყნებში იზრდებოდა, წარმოშობის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. უძველესი დოკუმენტი, სადაც პავლოვნიას გამოყენების შესახებ გვხვდება ცნობები, ძვ.წ 2600 წლით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა იაპონიაში სადაც წმინდა ხედ ითვლებოდა, კარგი ბედის სიმბოლოდ. იაპონიაში ცნობილი იყო სახელით “კირი” 桐.

1823 წელს იაპონიაში ჩავიდა გერმანელი მეცნიერი და ბოტანიკოსი ფილიპ ფრანც ვონ სიბოლდი, რომელმაც იაპონიიდან ჰოლანდიაში ჩაიტანა “კირი”-ს თესლი. ჰოლანდიაში ხეს ნიდერლანდების დედოფლის, რუსეთის იმპერატორის პავლე l-ის ქალიშვილის ანა პავლოვნას პატივსაცემად “პავლოვნია” ეწოდა.

ანა პავლოვნა აფინანსებდა ფილიპ ფრანც ვონ სიბოლდის ექსპედიციას სამხრეთ-აღმოსავლეთში, რის შედეგადაც გამოიცა წიგნი “Flora Japonica” სადაც პირველად იყო აღწერილი პავლოვნიას ხის დახასიათება. იაპონიაში მოეწონათ ევროპული სახელი და მათაც ტერმინ “პავლოვნიას” გამოყენება დაიწყეს. თავისი დახვეწილობიდან გამომდინარე პავლოვნია ითვლებოდა საიმპერატორო ხედ, ის გვხვდება იაპონიის საიმპერატორო ოჯახის გერბზე, ასევე იაპონიის პრემიერ მინისტრის ოფიციალურ გერბზე.

ჩინეთში არსებობდა ტრადიცია, როცა ოჯახში ქალიშვილი იბადებოდა მის სახელზე რგავდნენ პავლოვნიას ხეებს, როცა ქალიშვილს ათხოვებდნენ, ამ ხეებისგან ამზადებდნენ ავეჯს მზითვებისთვის.

პავლოვნიას ისტორია
მახასიათებლები
სარგებელი
ყველა ნაწილი ათვისებადია
ინტერესი ქვეყნების მიხედვით

გრაფაზე დაკვირვებით, შეგიძლიათ ნახოთ რამდენად დიდი ინტერესია პავლოვნიას ხის მიმართ. Google Trends-ის მონაცემებზე დაყრდნობით ჩანს:

ინტერესი ქვეყნების მიხედვით
სად იზრდება პავლოვნია?

პავლოვნია ადვილად ადაპტირებადი მცენარეა და კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგში. რადგან ხე ძალიან სწრაფად იზრდება და ბევრ საკვებ ნივთიერებას საჭიროებს, უმჯობესია თუ ნიადაგი სასუქით იქნება გაჯერებული.

პავლოვნია ასევე კარგად ეგუება ტემპერატურის ცვლილებას. მინიმალური ტემპერატურა, რომელსაც მცენარე უძლებს -24 გრადუსია, მაქსიმალური კი +45. იდეალური ტემპერატურა, რომელშიც მცენარე ყველაზე კარგად ხარობს არის 24-33 გრადუსი ცელსიუსით.

პავლოვნიას უყვარს ტენიანი გარემო, სიცოცხლის პირველ ორ წელიწადს სჭირდება რეგულარული მორწყვა, (20 ლიტრი წყალი თითო მცენარეზე, ერთი თვის განმავლობაში).

დარგვიდან ორ წელიწადში, მცენარე განავითარებს კარგ ფესვურ სისტემას და ექნება წვდომა გრუნტის წყლებთან, შესაბამისად აღარ დაგჭირდებათ პავლოვნიას მორწყვა (თუ წლიური ნალექის საერთო რაოდენობა არ ჩამოვა 100 მმ ნიშნულის ქვეშ).

პავლოვნიას არ უყვარს ძლიერი ქარი, უმჯობესია პლანტაცია გააშენოთ იქ, სადაც ქარის სიჩქარე არ აღემატება 28 კმ/სთ-ს.

სად იზრდება პავლოვნია?
ბუნებრივი პირობები

ქარი

 

პავლოვნიია პლანტაციის გაშენება კარგია ისეთ ადგილებში, სადაც ქარის სიძლიერე  არ აღემატება 28 კმ/სთ-ში. როდესაც მცენარის გაშენების ადგილზე ძლიერი ქარია,  უნდა დაიდგას სტაბილიზატორი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარის განვითარების პირველი წლებში. ძლიერი ქარი საშიშია ახალგაზრდა მცენარისთვის (45კმ/სთ მეტი), ამიტომ ქარიან ადგილს ნუ შეარჩევთ პლანტაციის გასახარებლად.

 

სინათლე

 

პავლოვნიას ხეებს ურჩევნიათ თბილი და ნოტიო კლიმატი, 15-დან 30 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურით და წლიური ნალექით 1000-დან 2000 მილიმეტრამდე. მათ ასევე შეუძლიათ გაუძლონ გვალვას, მაგრამ შედარებით მგრძნობიარე არიან ყინვის მიმართ.

 

წყალი

 

როცა მიწის ნაკვეთზე პავლოვნიას პლანტაციის გაზრდა იგეგმება, ნიადაგი კარგად ირწყვება, განსაკუთრებით მაშინ თუ უნალექობა დიდხანს გაგრძელდა. პლანტაციის გაშენების შემდეგ, მცენარის სიცოცხლის პირველ წლებში, მორწყვა ძალიან მნიშვნელოვანია, მორწყვა ხდება 2-4 დღეში ერთხელ და თითო მცენარეს 10-30 ლიტრამდე წყალი სჭირდება თვეში, ხის ზრდასთან ერთად, მორწყვის რეგულარობაც იკლებს (1-2 ჯერ კვირაში).

გაზრდილი ხეებისთვის რეკომენდებული წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ხის სიდიდესა და კლიმატურ პირობებზე, საშუალოდ 20-50 ლიტრია წყალი ერთი თვის მანძილზე.

ნიადაგი

პავლოვნია ადვილად ადაპტირებადი მცენარეა, არ არის პრეტენზიული და კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგში. ყველაზე შესაფერისი და რეკომენდებულია მსუბუქი, კარგად დრენაჟირებული და ქვიშიანი ნიადაგი pH 5.0-დან 8.9-მდე. მოერიდეთ თიხიან, კლდოვან და ზედმეტად ტენიან ნიადაგს. პავლოვნიასათვის არ გამოდგება ნიადაგი, რომლის 25%-ზე მეტი თიხისგან შედგება, ასევე, არ არის კარგი 1%-ზე მეტი მარილიანობა. ახალგაზრდა პავლოვნია კარგად ვითარდება, როდესაც ნიადაგის სიღრმე მინიმუმ 1,5-2 მეტრია.

როდის გავზარდოთ პავლოვნია?

პავლოვნიას ხეების გასაზრდელად საუკეთესო დროა გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა მაღალია და საკმარისად ტენიანია. უმეტეს რეგიონებში, პავლოვნიას დარგვის პერიოდი, ჩვეულებრივ მარტიდან ივნისამდეა.

პავლოვნიას დარგვა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც არ არსებობს მოყინვის რისკი, რადგან ახალგაზრდა პავლოვნიას ხეები დაუცველები არიან  ცივი ტემპერატურის მიმართ. გარდა ამისა, მცენარის დარგვა არ შეიძლება ძლიერი წვიმის ან გვალვის პერიოდში, ამან შეიძლება ხის ზრდის ტემპზე ცუდი გავლენა მოახდინოს.

გამოყენების არეალი
როგორ გავზარდოთ პავლოვნია?
რა უნდა გააკეთოთ
რა არ უნდა გააკეთოთ

ჩვენ შესახებ

TreeMan არის კომპანია, რომელიც კონცენტრირებულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ხე პავლოვნიაზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მიწის მფლობელებს მიიღონ შემოსავალი, პავლოვნიას ხეების გაშენების გზით. პავლოვნიას ბიზნესი უდანაკარგო წარმოებაა, ხის ყველა დეტალი ათვისებადია და გამოყენება უამრავ დარგში.

ჩვენს გუნდს სურს დაამყაროს ძლიერი, სანდო და მეგობრული ურთიერთობა კლიენტებთან, მიაწოდოს მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, გაუზიაროს საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

პავლოვნიას ბიზნესი მოგიტანთ დიდ შემოსავალს, ამასთან სასარგებლოა გარემოსთვის, ხოლო ჩვენი კომპანია სიხარულით გაგიწევთ გიდობას პავლოვნიას მდიდარ სამყაროში.