პავლოვნია

ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს დაეხმაროს მიწის მესაკუთრეებს მიიღონ მოგება მიწიდან პაულოვნიას გაშენებით,

დაჯავშნეთ შეხვედრა
პაულოვნია ტომენტოსას შტამპი
პაცლოვნია ტომენტოსა ქოთანი
პავლოვნიას ნერგი

საოცარი ზრდის სიჩქარე

პავლოვნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ხეა. ერთწლიანი ხის სიმაღლე 3-5 მეტრია, სამწლიანი ხე უკვე 10-15 მეტრ სიმაღლეს აღწევს, მცენარის მაქსიმუმი სიმაღლე კი 15-30 მეტრია, ამასთან ხის დიამეტრი 20-30 სანტიმეტრია.

პავლოვნიას არ სჭირდება ხელმეორედ გადარგვა, მას საოცარი რეგენერაციის უნარი ახასიათებს და ერთი ფესვიდან 8-10 ჯერ შეუძლია ამოსვლა, ამის გამო მას “ფენიქსის მცენარესაც” უწოდებენ.

დადებითი გავლენა გარემოზე

პავლოვნიას კულტივაცია სასარგებლოა გარემოსთვის. მისი ფოთლები დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოიმუშავებენ, ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ პლანტაციას 400-500 ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია ჟანგბადით.

თუ თქვენი მიზანი ბიოსაწვავის წარმოებაა, მაშინ უნდა იცოდეთ რომ პავლოვნიას “ნავთობის ჭაბურღილს” უწოდებენ. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა ერთი ტონა მშრალი ხის მასალისგან, 511 ლიტრი ეთანოლი მივიღოთ.

თვითონ ხის ყველა დეტალისგან (ფესვები, ღერო, ტოტები) მზადდება გრანულები. წვის მაღალი ტემპერატურის გამო, ორ კილოგრამ პავლოვნიას გრანულას, შეუძლია ერთი ლიტრი დიზელი ჩაანაცვლოს.

პროდუქტის უპირატესობები
პროდუქტის პოპულარობა

ქვეყნების ინტერესი პავლოვნიის მიმართ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რომელიც Google Trends-ის მონაცემებს ეყრდნობა. ნათლად ჩანს რომ პავლოვნიისადმი ინტერესი მუდმივი და ზრდადია.

პროდუქტის პოპულარობა
რეალური ფოტომასალა

ვინ ვართ ჩვენ

TreeMan არის კომპანია, რომელიც კონცენტრირებულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ხე პავლოვნიაზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მიწის მფლობელებს მიიღონ შემოსავალი, პავლოვნიის ხეების გაშენების გზით. პავლოვნიას ბიზნესი უდანაკარგო წარმოებაა, ხის ყველა დეტალი ათვისებადია და გამოყენება უამრავ დარგში.

ჩვენს გუნდს სურს დაამყაროს ძლიერი, სანდო და მეგობრული ურთიერთობა კლიენტებთან, მიაწოდოს მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, გაუზიაროს საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

პავლოვნიას ბიზნესი მოგიტანთ დიდ შემოსავალს, ამასთან სასარგებლოა გარემოსთვის, ხოლო ჩვენი კომპანია სიხარულით გაგიწევთ გიდობას პავლოვნიას მდიდარ სამყაროში.

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?

სანდო მიმწოდებელი

ჩვენ ვმუშაობთ რათა დავამყაროთ სანდო ურთიერთობა ჩვენს კლიენტებთან

კონკურენტული ფასები

ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქტს საუკეთესო ფასად

სწრაფი ლოჯისტიკა

ჩვენი გუნდი მოგაწვდით სასურველ პროდუქტს უმოკლეს დროში

მცენარეების რაოდენობა
30000+
ნერგების რაოდენობა
20000+
წლიური შემოსავალი
1000K+
მიმდინარე პროექტები
25