პავლოვნიას ხე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, ლამაზი და მომგებიანი მცენარეა, მისი კულტივაციის ისტორია სამი ათასი წლით თარიღდება და აღმოსავლეთ აზიაში იწყება. ევროპაში ის მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნეში შემოვიდა, დღეს კი პოპულარობას უნიკალური თვისებების წყალობით იძენს. პავლოვნიას გამოყენების არეალი იმდენად ფართოა და მას იმდენი სარგებელი მოაქვს გარემოსთვის, რომ მას "მომავლის ხეს" უწოდებენ.